ფეხბურთი

2:01 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ ლიდერებს ფეხდაფეხ მიჰყვება

პრემიერლიგის 26-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „არსენალმა“ „ნიუკასლს“ 4:1 მოუგო, 58 ქულა მოაგროვა და ლიდერ „ლივერპულს“ მხოლოდ 2 პუნქტით ჩამორჩება. „არსენალი“ მესამე ადგილზეა, მეორეზე კი 59-ქულიანი „მანჩესტერ სიტი“ დგას.

სტუმრებისთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო. უკვე მე-18 წუთზე სტივენ ბოტმანმა საკუთარ კარში გაიტანა. მწერე „მეთოფეების“ ჯერიც დადგა: კაი ჰავერცმა, ბუკაიო საკამ და პოლონელმა იაკუბ კივიორმა ანგარიში 4:0 გახადეს. სტუმრებმა ბოლოსკენ მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა, თავი ჯო უილოკმა გამოიჩინა. საბოლოოდ - 4:1.

პრემიერლიგა. 26-ე ტური. 24 თებერვალი: მანჩესტერ იუნაიტედი - ფულემი 1:2, ასტონ ვილა - ნოტინგემ ფორესტი 4:2, ბრაიტონი - ევერტონი 1:1, კრისტალ პალასი - ბარნლი 3:0, ბორნმუთი - მანჩესტერ სიტი 0:1, არსენალი - ნიუკასლი 4:1

0.119184