ფეხბურთი

23:42 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ 1 ქულამდე მიუახლოვდა

„მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთს“ სტუმრად ფილ ფოდენის გოლით 0:1 მოუგო, 59 ქულა მოაგროვა და ერთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ლივერპულს.“

„ასტონ ვილამ“ „ნოტიმგემ ფორესტი“ 4:2 დაამარცხა და 52 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. ბირმინგემელთაგან დუბლი მიითვალა ბრაზილიელმა დუგლას ლუისმა.

2003 წლის შემდეგ, „ფულემმა“ პირველად მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ოლდ ტრაფორდზე“ - 1:2. მატჩის გმირები ნიგერიელები კელვინ ბასი და ალექს ივობი გახდნენ. სწორედ მათ გაიტანეს გოლები. მასპინძელთაგან კი თავი ჰარი მაგუაირმა გამოიჩინა. ამგვარად, „მანჩესტერმა“ ზედიზედ ოთხმოგებიანი სერია შეწყვიტა.

„იუნაიტედმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლაში. ისევ 44 ქულა დარჩა და უკვე 8 პუნქტით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ „ასტონ ვილას.“

პრემიერლიგა. 26-ე ტური. 24 თებერვალი: მანჩესტერ იუნაიტედი - ფულემი 1:2, ასტონ ვილა - ნოტინგემ ფორესტი 4:2, ბრაიტონი - ევერტონი 1:1, კრისტალ პალასი - ბარნლი 3:0, ბორნმუთი - მანჩესტერ სიტი 0:1, არსენალი - ნიუკასლი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108511