ფეხბურთი

21:15 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ჭანტურიშვილის ზედიზედ მესამე გოლი ჩეხეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ჩეხეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა.

„იაბლონეცი“ სტუმრად „ლიბერეცს“ შეხვდა და მატჩი 3:3 დასრულდა. ჭანტურიშვილმა მეტოქის კარი 73-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 3:1 გახადა, მაგრამ მისმა გუნდმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ქულას დასჯერდა.

ჭანტურიშვილს ჩეხეთის ფორტუნა ლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და როგორც ვთქვით, ყველა ბოლო სამ მატჩში. „იაბლონეცი“ 22 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102826