ფეხბურთი

20:44 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„შტუტგარტმა“ „კიოლნს“ ვერ აჯობა

ბუნდესლიგის ლიდერმა „ბაიერმა“ პარასკევს „მაინცს“ 2:1 მოუგო და უშუალო მდევარ „ბაიერნს,“ რომელიც დღეს, 24 თებერვალს გვიან მატჩში „ლაიპციგს“ უმასპინძლებს, 11 ქულით გაუსწრო.

მანამდე კი შაბათის სათამაშო დღის ოთხი მატჩი გაიმართა. მათგან სამი ფრედ დასრულდა. მესამე ადგილზე მყოფმა „შტუტგარტმა“ „კიოლნს“ ვერაფერი მოუხერხა. ფრანგი ენცო მიიოს გოლით კი უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. სტუმარმა ერიკ მარტელმა მალევე გაათანაბრა - 1:1.

ახლა „შტუტგარტს“ 47 ქულა მოუგროვდა კვლავ მესამე ადგილზე დგას და 6 პუნქტით უსწრებს მეოთხეზე მყოფ „დორტმუნდს,“ რომელიც ტურის მატჩს კვირას გამართავს „ჰოფენჰაიმთან.“

ბუნდესლიგა. 23-ე ტური. 24 თებერვალი: გლადბახი - ბოხუმი 5:2, ვერდერი - დარმშტადტი 1:1, უნიონ ბერლინი - ჰაიდენჰაიმი 2:2, შტუტგარტი - კიოლნი 1:1, ბაიერნი - ლაიპციგი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.125191