20:17 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალი" „ინტერის“ ნახევარმცველს მოდრიჩის შემცვლელად მიიჩნევს

„ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა შესაძლოა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს, იუწყება 90min.

წყაროს ცნობით, მადრიდელთა ხელმძღვანელები იტალიელ ნახევარმცველს ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელის ლუკა მოდრიჩის ჩასანაცვლებლად შესაფერის კანდიდატად მიიჩნევენ რომელიც, სავარაუდოდ, ამ სეზონის ბოლოს მადრიდს დატოვებს. აღსანიშნავია, რომ მილანური კლუბი 27 წლის ფეხბურთელთან განშორებას არანაკლებ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ აპირებს

ბარელა „ინტერში" 2020 წელს „კალიარიდან“ 32,5 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ სეზონში ნახევარმცველმა „ნერაძურის" შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომლებშიც ორი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება მილანურ კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.12926