იტალიელმა ჟურნალისტმა ენცო ბუკიონიმ მამუკა ჯუღელსა და ვიქტორ ოსიმენს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ადასტურებს ხვიჩა კვარაცხელიას უკმაყოფილებას თავის ხელფასთან დაკავშირებით.
„ნამდვილად სურეალური და მიუღებელია ის, რაც ოსიმენსა და კვარას გარემოცვას შორის მოხდა. „ნაპოლი“ არის ქვაბი ცეცხლით, რომელიც მუდამ იწვის და რომელიც უმართავი გახდა. კვარას აგენტს საკუთარ საქმეზე უნდა ეფიქრა, მაგრამ ის ცხადყოფს, რომ ოსიმენისთვის სეზონში 10 მილიონის გადახდამ გასახდელში ბალანსი შეცვალა. „ნაპოლის“ აქვს თავისი იდეები ნიგერიელის მომავალზე, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს სკუდეტოს სხვა გმირები. მიუხედავად ამისა, აგენტი არასოდეს უნდა გამოვიდეს მსგავსი სიტყვებით. თუმცა ეს ავლენს ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშის უკმაყოფილებას, როგორიც კვარაა“, - თქვა ბუკიონიმ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენსა და მამუკა ჯუღელს შორის დაახლოებით ერთი თვის წინ კონფლიქტი მოხდა, როდესაც კვარაცხელიას აგენტმა თქვა, რომ ნიგერიელი ზაფხულში არაბეთში წავა სათამაშოდ. ამ განცხადებას მაშინ ოსიმენმა უპასუხა.