აზერბაიჯანის 24-ე ტურში „კაპაზმა“ საკუთარ მოედანზე „გაბალა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, რომელმაც ეფექტური ჯარიმით დალაშქრა მეტოქის კარი და თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა. მას მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. პაპუნაშვილის გარდა „კაპაზში“ მათე კვირკვიამ ითამაშა.
„კაპაზი“ 24 ტურის შემდეგ 23 ქულით მეცხრე ადგილზეა.