ფეხბურთი

2:00 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში 6-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი გაიტანა. ლიგა 1-ის 23-ე ტურში „მეცი“ შინ „ლიონთან“ 1:2 დამარცხდა, ქართველმა კი, 6-თვიანი პაუზის შემდეგ თავი გამოიჩინა.

მე-13 წუთზე მიქაუტაძემ ერთი შეხებით თან პასი ჩაჭრა, თან მცველი მოატყუა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელსაც თავზე გადაუგდო ბურთი და ულამაზესი გოლი გაიტანა. გიორგიმ კარიერა „ლიონში“ დაიწყო, ასე რომ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

„მეცმა“ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და წააგო. ანგარიში ალექსანდრ ლაკაზეტმა გაათანაბრა, ხოლო მე-60 წუთზე გამარჯვების გოლი საიდ ბენრაჰმამ გაიტანა. „მეცმა“ ბოლო 10 ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და ღრმა კრიზისშია.

გიორგი მიქაუტაძე 3 გოლით „მეცის“ საუკეთესო თანაბომბარდირია შეიკ საბალისა და აბდუ ჯალოუსთან ერთად, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა. ქართველს 9 მატჩში 3 გოლის გარდა, 2 საგოლე პასიც აქვს.

„მეცი“ 17 ქულით მე-17 ადგილზეა გასავარდნ ზონაში, ხოლო 3 მარტს, სტუმრად „ნანტის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111782