ფეხბურთი

19:57 | 23.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "ლოჩოშვილმა აჩვენა, რომ საიმედო ფეხბურთელია"

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ „პალერმოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ლუკა ლოჩოშვილზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ქართველი მცველი შეიძლება ძირითად შემადგენლობაში იყოს, რადგან ლუკამ აჩვენა, რომ საიმედო ფეხბურთელია.

„მარონე ძალიან უმატებს, ლოჩოშვილი შევაქე და მომწონს. რა თქმა უნდა, ისინი შეიძლება იყვნენ დამატებითი ვარიანტები, რადგან აბსოლუტურად საიმედო ფეხბურთელები არიან. ლოჩოშვილმა აჩვენა, რომ შეუძლია იყოს პირველი შემცვლელი, გონებრივად თავისუფალია და შეიძლება სასტარტოშიც მოხვდეს. მართალია, აქამდე დაცვაში ერთნაირი შემადგენლობით ვთამაშობდით, მაგრამ მსურს მეტი არჩევანი მქონდეს, რადგან გუნდი ყველა რგოლში კონკურენტუნარიანია და ამჟამად დაცვის ხაზშიც“, - თქვა სტროპამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ს მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „კრემონეზესა“ და „პალერმოს“ მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.

0.110613