უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგადაც 16 გუნდი პლეი-ოფის მეორე სტადიაზე დაწყვილდა.
ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში 8 გუნდი პირდაპირ გავიდა, ხოლო მათ კიდევ 8 გუნდი დაემატა, რომლებმაც 1/16-ფინალური ეტაპი გადალახეს.
ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ფრანგულ "ლილს" დაუპირისპირდება, მერვედფინალური ეტაპის ყველაზე საინტერესო დუელი კი "აიაქსსა" და "ასტონ ვილას" შორის უნდა გაიმართოს.
კონფერენს ლიგის მერვედფინალური წყვილები ასეთია:
"სერვეტი" (შვეიცარია) - "პლზენი" (ჩეხეთი)
"აიაქსი" (ნიდერლანდები) - "ასტონ ვილა" (ინგლისი)
"მიოლდე" (ნორვეგია) - "ბრიუგე" (ბელგია)
"უნიონ სენ-ჟილი" (ბელგია) - "ფენერბაჰჩე" (თურქეთი)
"დინამო ზაგრები" (ხორვატია) - "პაოკ" (საბერძნეთი)
"შტურმი" (ავსტრია) - "ლილი" (საფრანგეთი)
"მაკაბი ჰაიფა" (ისრაელი) - "ფიორენტინა" (იტალია)
"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი) - "მაკაბი თელ ავივი" (ისრაელი)
კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 7 მარტს, საპასუხო შეხვედრები კი 14 მარტს გაიმართება.