“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი “დეილი ტელეგრაფს” 19 წლის ბელგიელი მოთამაშის ადნან იანუზაის შესახებ ესაუბრა.
შოტლანდიელმა მწვრთნელმა იანუზაი რუნისა და კრის უოდლის შეადარა. რუნისა და იანუზაის დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში მოიესის მწვრთნელობის დროს მოხდა.
“ჩემი მენეჯერული კარიერის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე ადნან იანუზაია. მას უეინ რუნის გვერდით ვაყენებ.”
“როდესაც რუნი “ევერტონში” თამაშობდა, ვხედავდით მის ტალანტს, მას დიდი პოტენციალი ჰქონდა. უეინის მაგალითზე ვნახეთ თუ როგორ განვითარდა ნიჭი.”
“იანუზაი ფეხბურთში გამოჩნდა დაახლოებით იმ ასაკში, როგორც რუნი. ვფიქრობ, იანუზაი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდაა. ჩემი აზრით, მას შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.”
“როდესაც შეკრებაზე წავედით, იანუზაიმ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. მისი თამაში ყველაფერზე მეტყველებდა. ადნანს შეუძლია ფლანგებზე თამაში, ცენტრში თამაში. მისი ბრწყინვალება ინდივიდუალიზმშია.”
“ბელგიელს კრის უოდლიზე მაღალა დავაყენებ. უოდლი უფრო ნელა მოძრაობდა, იანუზაი კი უფრო სწრაფია და ეს უპირატესობა აქვს.”
“რაც შეეხება რუნის. რუნი იყო ოდნავ უფრო განსხვავებული, ვიდრე ბელგიელი, მაგრამ მათ შორის ვხედავ მსაგვსებებსაც. რა თვისებებსაც ვხედავდით “ევერტონში” რუნის თამაშში, ანალოგიურს ვხედავთ იანუზაის მოქმედებებში. მათ ერთი საერთო აქვთ და ეს არის დიდი ფეხბურთელის გზა.” – დაასრულა მოიესმა.