უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგადაც 16 გუნდი პლეი-ოფის მეორე სტადიაზე დაწყვილდა.
ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში 8 გუნდი პირდაპირ გავიდა, ხოლო მათ კიდევ 8 გუნდი დაემატა, რომლებმაც 1/16-ფინალური ეტაპი გადალახეს.
8 წყვილიდან სამში ფავორიტი ძალიან გამოკვეთილია, რადგან "ლივერპული" "სპარტას", "მილანი" "სლავიას" და "ლევერკუზენი" "ყარაბაღს" შეხვდება. წესითა და რიგით, ტურნირის მთავარ ფავორიტებს მეოთხედფინალში გასვლა არ გაუჭირდებათ.
ევროპა ლიგის მერვედფინალური წყვილები ასეთია:
"სპარტა" (ჩეხეთი) - "ლივერპული" (ინგლისი)
"მარსელი" (საფრანგეთი) - "ვილიარეალი" (ესპანეთი)
"რომა" (იტალია) - "ბრაიტონი" (ინგლისი)
"ბენფიკა" (პორტუგალია) - "რეინჯერსი" (შოტლანდია)
"ფრაიბურგი" (გერმანია) - "ვესტ ჰემი" (ინგლისი)
"სპორტინგი" (პორტუგალია) - "ატალანტა" (იტალია)
"მილანი" (იტალია) - "სლავია" (ჩეხეთი)
"ყარაბაღი" (აზერბაიჯანი) - "ლევერკუზენი" (გერმანია)
ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 7 მარტს, საპასუხო შეხვედრები კი 14 მარტს გაიმართება.