ფეხბურთი

11:48 | 23.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლას სანაკრებო ფეხბურთში მუშაობა სურს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მომავალში სურს სანაკრებო დონეზე იმუშაოს. მას არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ სურვილი აქვს.

„მინდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე ან კოპა ამერიკაზე ვიმუშაო, მაგრამ არ ვიცი როდის მოხდება, ხუთ, ათ თუ 15 წელიწადში“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო კარიერაში პეპ გვარდიოლას მხოლოდ „ბარსელონაში“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ აქვს ნამუშევარი.

0.116419