ევროპისა და კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში რამდენიმე მატჩი გაიმართა.
„მილანმა“ სტუმრად „რენთან“ 2:3 წააგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა, რადგან შინ 3:0 ჰქონდა მოგებული. ფრანგებმა ბოლომდე იბრძოლეს ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის წინააღმდეგ, მაგრამ მიზანს საბოლოოდ ვერ მიაღწიეს.
მომდევნო ეტაპზეა ლისაბონის „ბენფიკაც“, რომელმაც ასევე ფრანგული მეტოქე დაჯაბნა - „ტულუზა“. საფრანგეთში შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ვინაიდან ლისაბონში მასპინძლებს 2:1 ჰქონდათ მოგებული, მერვედფინალში გავიდნენ.
„ფრაიბურგი“ პირველი ტაიმის მერე 0:2 მარცხდებოდა შინ „ლანსთან“ და უიმედოდ იყო, მაგრამ ყველაფერი შეატრიალა, ჯერ ანგარიში გაათანაბრა (2:2), ხოლო დამატებით დროში მოიგო 3:2 და გერმანელები მომდევნო ეტაპზე არიან. მერვედფინალში გავიდა „ყარაბაღიც“, რომელმაც „ბრაგას“ პირველი მატჩი სტუმრად 4:2 მოუგო და შნ 0:2 წააგო, რითაც დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ორი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, ერთი სტუმრებმა. საბოლოოდ, „ყარაბაღი“ 2:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 6:5 მოიგო და მომდევნო ეტაპზეა. ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო სკამზე იყო.
კონფერენს ლიგაზე ჟენევის „სერვეტმა“ სტუმრად „ლუდოგორეცს“ 1:0 აჯობა და ორმატჩიანი დუელის ბედიც ამ ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. კონფერენს ლიგას გამოეთიშა სევილიის „ბეტისი“, რომელსაც ზაგრების „დინამომ“ აჯობა. ხორვატებმა ერთი კვირის წინ ესპანეთში 1:0 მოიგეს, ხოლო შინ 1:1-ს დასჯერდნენ, რითაც მერვედფინალის საგზური მოიპოვეს.
მომდევნო ეტაპზე გავიდა ამსტერდამის „აიაქსიც“, რომელმაც ნორვეგიულ „ბოდო“ გლიმტს“ სტუმრად დამატებით დროში 2:1 აჯობა, ორი მატჩის ჯამში კი 4:3 სძლია.