ფეხბურთი

21:32 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კვარას შეცვლა არასდროს მინდა, მაგრამ ამჯერად ეს სწორი იყო"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ განაცხადა, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მომხრე არასდროსაა, მაგრამ „ბარსელონასთან“ მატჩში ფრანჩესკო კალცონამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ამ დონის ფეხბურთელები სულ მოედანზე იყვნენ, მაგრამ ამჯერად კვარას შეცვლა კარგი ნაბიჯი იყო. ტაქტიკური თვალსაზრისით მატჩის მიმდინარეობის შეცვლა იყო საჭირო და კალცონამ წარმატებას მიაღწია. ხშირად მესმის, რომ კვარას კატასტროფული სეზონი აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, კატასტროფულ სეზონს „ნაპოლი“ ატარებს და არა ის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის ვერ გამოყენებას.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ნაცვლად მოედანზე დანიელი ფეხბურთელი, ევროპა ლიგის ფინალისტი შევიდა, რომელშიც 25 მილიონია გადახდილი, ისე არაა, რომ კვარაცხელია მცველმა შეცვალა. სხვა გუნდებშიც ცვლიან მაღალი დონის ფეხბურთელებს, მით უფრო, თუ ისეთი საღამო აქვთ, როგორიც გუშინ კვარას ჰქონდა“, - თქვა დელ ჯენიომ.

0.126466