ფეხბურთი

22:27 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტაბატაძის და ბენზემას ავტოგოლები აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თომა ტაბატაძის „ნავბაჰორი“ სტუმრად „ალ-იტიჰადთან“ 1:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

სამწუხაროდ, ორრაუნდიანი დუელის ბედი ქართველი თავდამსხმელის ავტოგოლმა გადაწყვიტა, რომელმაც 87-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:1. პირველი მატჩი უზბეკეთში 0:0 დასრულდა, შესაბამისად, არაბებმა ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგეს.

სხვათა შორის, ამ შეხვედრაში კარიმ ბენზემამაც ავტოგოლი გაიტანა, რითაც უზბეკები 25-ე წუთზე დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ჰამდალამ გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე „ალ-იტიჰადმა“ ტაბატაძის ავტოგოლით მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტაბატაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი ნიქაბაძე გამოჩნდა.

0.113603