კალათბურთი

19:15 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: "იმედი გვაქვს, რომ შესარჩევ ეტაპს მოგებით დავიწყებთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს სტუმრად დანიასთან მატჩით დაიწყებს. სამზადისის შესახებ ქართველმა კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა და ალექსანდრე ფევაძემ გააკეთეს.

გიორგი შერმადინი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, დანიაში ვემზადებით. დანიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც ჩვენი ახალი მწვრთნელი დაგვავალებს და იმედია, მოგებით დავიწყებთ შესარჩევ ეტაპს.

ალექსანდრე ფევაძე: „მოსამზადებელი პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, ყველანი ვცდილობთ, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, ვამუშავებთ, როგორც შეტევას, ასევე დაცვას და ვფიქრობ, თამაშისთვის 100%-ით მზად ვიქნებით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს, სტუმრად დანიას შეხვდება, ხოლო 26 თებერვალს, შინ სერბეთს დაუპირისპირდება.

0.13198