საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა. ამის შესახებ „ლევანტეს“ ვებგვერდი იტყობინება.
გიორგიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა და უახლოესი მატჩისთვის ემზადება. ქართველ ფეხბურთელს 9 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია და ორ თვეზე მეტი გაუცდა. ცხადია, ის ჯერ 100%-ით კონდიციებში არ არის, მაგრამ ვარჯიში რომ განაახლა უკვე კარგი ამბავია, რადგან ერთ თვეში სანაკრებო მატჩებია.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში ქოჩორაშვილს 15 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.