მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი სამწლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ნაკრებში დაბრუნდა.
ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
„მარტში გერმანიის ნაკრებში დავბრუნდები. რატომ? მწვრთნელმა მთხოვა. მოტივირებული ვარ და დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ბევრის გაკეთება შეგვიძლია“, - დაწერა კროოსმა.
ტონი კროოსმა გერმანიის ნაკრებიდან წასვლა ევრო 2021-ის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. მას „ბუნდესნაკრებში“ 106 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.