„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ევროპა ლიგის 1/16-ფინალის „რენთან“ მომავალ საპასუხო მატჩზე ისაუბრა.
პირველი მატჩი იტალიური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
„გუნდს ვუთხარი, რომ დამსახურებული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ პირველივე წუთებიდან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ ისეთ კარგ გუნდთან, როგორიც „რენია.“
რას შემოგვთავაზებს მეტოქე? ველოდებით განსხვავებულ გუნდს, ვიდრე „სან სიროზე“ ვნახეთ, ვიცით, რომ ისინი შეეცდებიან თავიდანვე შეგვიტიონ და ამისთვის მზად ვართ“, - ციტირებს პიოლის სიტყვებს „მილანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
გუნდების შეხვედრა დღეს, 22 თებერვალს, „როაზონ პარკის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.