„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, სამი სეზონის განმავლობაში ჩატარებული 23 ევრომატჩიდან 8 მოიგო, რაც მხოლოდ 35 პროცენტია.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი კატალონიელებს 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით, „ბარსელონას“ აქვს ექვსი მოგება, სამი ფრე და ექვსი მარცხი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, ასევე ორი მოგება, ოთხი ფრე და ორი მარცხი ევროპა ლიგაზე.
შეგახსენებთ, რომ წუხელ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში სტუმრად „ნაპოლისთან“ ფრედ - 1:1 ითამაშა. მე-60 წუთზე ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ ერთადერთი გოლი პედრის გადაცემით გაიტანა. 75-ე წუთზე კი ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა გაათანაბრა.
საპასუხო მატჩი გუნდებს შორის 12 მარტს კატალონიის დედაქალაქში გაიმართება.