21-22 თებერვლის ღამეს, MLS-ის რეგულარული სეზონი დაიწყო. პირველ მატჩში მაიამის „ინტერმა“ „რეალ სოლტ ლეიკი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
39-ე წუთზე თავდამსხმელმა რობერტ ტეილორმა არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის გადაცემით ანგარიში გახსნა. 83-ე წუთზე კი ნახევარმცველმა დიეგო გომესმა ურუგვაელი ფორვარდის ლუის სუარესის პასით, რომელსაც „ინტერ მაიამიში“ დებიუტი ჰქონდა, ფლორიდულ კლუბის მეორე გოლი გაუტანა.
ლიონელ მესიმ სრული მატჩი ჩაატარა, ლუის სუარესი 90-ე წუთზე შეცვალეს.
„ინტერ მაიამიმ“ სამი ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში მოექცა, „რეალ სოლტ ლეიკი“ ნული ქულით დასავლეთის ცხრილის ბოლო ადგილზე გოლების უარესი სხვაობის გამო დგას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ჯობია მაიამიში გართობას ))