ფეხბურთი

22:45 | 21.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო "ბაიერნში" მუშაობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე "ლივერპულში"

ლევერკუზენის „ბაიერის“ მწვრთნელი ჩაბი ალონსო მიუნხენის „ბაიერნის“ და „ლივერპულის“ ინტერესის სფეროშია.

ორივე გრანდი ზაფხულში მწვრთნელს შეიცვლის, შესაბამისად, ალონსოს მიმართ ინტერესს ამიტომ იჩენენ, თანაც, ესპანელს მიუნხენელთა და ლივერპულელთა რიგებში ნათამაშები აქვს და გარემოს კარგად იცნობს.

როგორც ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი იტყობინება, ჩაბი ალონსო „ბაიერნში“ მუშაობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე „ლივერპულში“, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულებაზეა კონცენტრირებული, რადგან „ლევერკუზენი“ ბუნდესლიგას 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ გასული სეზონიდან მოყოლებული ავარჯიშებს და „ფარმაცევტებში“ შესანიშნავი შედეგებიც აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110532