ალექსანდერ ჩეფერინი 2027 წელს უეფას პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს, ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა კი მის სავარაუდოდ მემკვიდრეებზე დაწერა, რომელთა შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც მოხვდა.
ავტორიტეტული გამოცემა წერს, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეში უეფაში პატივსაცემი პიროვნებაა, მაგრამ არჩევნების 75 წლის იქნება, ამიტომ, შანსი, რომ ის გახდეს პრეზიდენტი დაბალია. კიდევ ერთი ვარიანტია რუმინელი რაზვან ბურლეანუ, ხოლო მესამე ვარიანტია ლევან კობიაშვილი, რომელიც გასულ წელს უეფას კომიტეტში შეიყვანეს და წყაროს თანახმად, შეიძლება საინტერესო ვარიანტი იყოს.
შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა, ხოლო 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს. კობიაშვილი პირველი ქართველია, რომელიც უეფას კომიტეტშია.