ფეხბურთი

12:15 | 21.02.2024 | ნანახია 451 - ჯერ

ჰუმელსი: "ასეთ პენალტს "ჩელსის" ან პსჟ-ს წინააღმდეგ არ დანიშნავდნენ"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „დორტმუნდი“ სტუმრად პსვ ეინდჰოვენს დაუზავდა (1:1).

ნიდერლანდელებმა მეორე ტაიმში ანგარიში პენალტით გაათანაბრეს, რასაც „დორტმუნდის“ მცველი მატს ჰუმელსი გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, ასეთ პენალტს „ჩელსის“ ან „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ არ დანიშნავდნენ.

„რა სასაცილო პენალტი დანიშნეს ჩვენს წინააღმდეგ. არ მჯერა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ დღეს VAR-თან ერთად „ჩელსის“ ან პსჟ-ს წინააღმდეგ“, - დაწერა ჰუმელსმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდის“ და პსვ-ს საპასუხო მატჩი 13 მარტს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.081819
451