სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:10 | 21.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "როდესაც მწვრთნელს სამჯერ იცვლი, ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად არ მიდის"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, შექმნილ ვითარებაზე ფეხბურთელებიც არიან პასუხისმგებელნი და მზად არიან სიტუაცია ერთად გამოასწორონ.

„კალცონამ გუნდში ენთუზიაზმი მოიტანა, ვიცით, რომ იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, როცა მწვრთნელს მესამედ იცვლი, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია კარგი არ არის. გუნდი იღებს თავის პასუხისმგებლობას და იცის, რომ მოედანზე კარგი პასუხი უნდა გასცეს.

მწვრთნელს შეუძლია ბევრი რამ მოგვცეს, რადგან ის გვიცნობს და იცნობს გასახდელს. მინდა, მადლობა გადავუხადო მაძარის და ვწუხვართ იმის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. დღეიდან ვეცდებით კალცონას იდეები გავითავისოთ. ყველას გვინდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ხვალიდან ჩვენთვის ახალი სეზონი იწყება. „ბარსელონასთან“ დიდი ყურადღებით თამაში მოგვიწევს, ეს არის გამოწვევები, რისთვისაც ღირს ფეხბურთის თამაში და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებს გავახარებთ“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „ბარსელონას“ მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.128582