მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარ მწვრთნელად ჟან-ლუი გასე დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გამოცდილმა სპეციალისტმა ჯენატო გატუზო შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „მარსელს“ ლიგა 1-ში დეკემბრის შემდეგ არ მოუგია და სატურნირო ცხრილში 30 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა.
ჟან-ლუი გასე ბოლოს კოტ დივუარის ნაკრების მწვრთნელი იყო, საიდანაც აფრიკის თასის მიმდინარეობისას, ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ კი, კოტ დივუარმა პლეი-ოფში შესანიშნავად ითამაშა და ჩემპიონი გახდა.