ანასტასია გოტფრიდის ოქრო-ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან. ძალოსანმა ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (+87 კგ.) იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში სამივე ცდა 111 / 115 / 117 წარმატებით დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და დისციპლინაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
გოტფრიდმა აკვრაში თავი 128 / 133 / 140 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ორჭიდში მოგროვილი 257 კილოგრამითაც, შესაბამისად, მთლიანობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ანდრონიკაშვილი კარგი კალათბურთელი დადგება, მაგრამ არც ამ მწვრთნელებთან და არც 20-იანების მწვრთნელებთან თამაშით.
ამას ანტიკალათBურთიც აღAრ ჰქვია. არანაირი ტაქტიკა, ფანტაზია და სისწრაფე. აბსოლუტური ნული. სირცხვილია, სირცხვილი!!! ანდრონიკაშვილს აშკარად თავში აქვს ავარდნილი ეროვნულში გამოძახება. პასებს არ იძლევა გამთAმაშებელი, სად გაგონილა? ყველა გასაყრელია მწვრთნელებიან კალათბურთელებიანად!