ფეხბურთი

15:24 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის ორი საგოლე პასი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში ჩინურმა შანდონ ტაიშანმა სტუმრად იაპონური „კავასაკი“ 4:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ შინ 2:3 ჰქონდა წაგებული.

გამარჯვებაში დიდი წვლილი ვაკო ყაზაიშვილმა შეიტანა, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელი ჩინურ კლუბს ახლახან შეუერთდა და სულ მეორედ ითამაშა „შანდონში“. მისი პასით 25-ე წუთზე გაო ჟუნიიმ გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 73-ე წუთზე კრიზანს დაეხმარა გატანაში, რომელმაც თავისი გუნდი დააწინაურა (3:2). ჩინელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე გაიტანეს მეოთხე გოლი და თამაში დამატებით დროში არ გადაიყვანეს, თავად გავიდნენ მეოთხედფინალში. მომდევნო ეტაპზე ჩინური გუნდი "ბანგკოკ იუნაიტედისა" და "იოკოჰამა მარინოსის" წყვილში უმჯობესს შეხვდება. "შანდონი" აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2016 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილი „შანდონ ტაიშანში“ მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა მას შემდეგ, რაც „ულსანთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

0.116343