ფეხბურთი

14:49 | 20.02.2024 | ნანახია 811 - ჯერ

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი ანდრეას ბრემე გარდაიცვალა

ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი ანდრეას ბრემე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა - გვამცნობს Bild.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ბრემე გარდაიცვალა გულის გაჩერების შედეგად ორშაბათიდან სამშაბათის ღამეს მიუნხენში. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ბრემემ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან (1:0) გამარჯვების გოლი გაიტანა.

მთელი კარიერის განმავლობაში ბრემე თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „ბაიერნი,“ „კაიზერსლაუტერნი,“ „ინტერი“ და „სარაგოსა.“ გერმანელმა ფეხბურთელმა „კაიზერსლაუტერნთან“ ერთად ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა - 319. ამ თამაშებში ბრემემ 53 ბურთი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა

ბრემეს დებიუტი გერმანიის ნაკრებში 1984 წლის 15 თებერვალს შედგა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მან 86 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:03 | 21.02.2024
qomagi (1575)

ეჰ, საწყენია, კარგად მახსოვს მისი და მთლიანად გერმანიის თამაში 1990 წლის მუნდიალზე.

02:09 | 21.02.2024
georgianwelder (778)

საწყენია ძალიან, ბევრი კარგად მოსაგონარი ეპიზოდი დატოვა ნამდვილად.

20:17 | 20.02.2024
sul2 (1775)

საწყენია, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში...

19:38 | 20.02.2024
Gerry Marsden (853)

ეეეეჰ,გუშინდელ დღესავით მახსოვს 86-ში მაროკოსთან ამათი ჯახირი,როცა გაჭირვებით გაძვრნენ,ხშირად გერმანია ჭღრ-მღრ ნაკრებით ფინალში გადიოდა,90-ში მართლა ვარსკვლავი იყო,დასანანია!

19:18 | 20.02.2024
KoRBeN DaLLaS (24842)

ვაა, საწყენია...
იმ მსოფლიოზე მათეუსთან ერთად საუკეთესო იყო გფრ-ის ნაკრებში. ჰოლანდიასთან რა გოლიც შეაგდო ხო საერთოდ...

0.127865