ფეხბურთი

13:39 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნში“ სკანდალის შემდეგ კიმიხი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა, რომელმაც მიუნხენური კლუბის დატოვება ამ ზაფხულს გადაწყვიტა, შესაძლოა კარიერა ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს - წერს ტვიტერზე ავტორიტეტული ჟურნალისტი ეკრემ კონური.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი გუნდის გაძლიერების ვარიანტად კიმიხის კანდიდატურას განიხილავს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ნახევარმცველს აღარ სურს „ბაიერნში“ დარჩენა გუნდის ზოგიერთ წევრთან ურთიერთობის გაუარესების და თომას ტუხელის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელთან კონფლიქტის შემდეგ. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მწვრთნელები მას პატივს აღარ სცემენ.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114555