ფეხბურთი

11:52 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი „ლუთონთან“ მატჩს გამოტოვებს

„ლივერპულის" გარემარბ მოჰამედ სალაჰს ბარძაყის ტრავმა გაუმიზეზდა - იუწყება Kora Plus.

წყაროს ცნობით, 31 წლის ეგვიპტელი ინგლისის ჩემპიონატის „ლუთონ თაუნთან,“ 26-ე ტურის მატჩს გამოტოვებს რომელიც 21 თებერვალს, „ენფილდის“ სტადიონზე გაიმართება.

სალაჰმა ტრავმა აფრიკის თასის გათამაშებისას მიიღო. აღდგენის პერიოდი 19 იანვრიდან 13 თებერვლამდე გაგრძელდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარემარბმა შესაძლოა გამოტოვოს ინგლისის ლიგის თასის ფინალი, რომელშიც „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ეს თამაში კვირას, 25 თებერვალს გაიმართება.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ჯამში 28 მატჩი ჩაატარა, 19 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

25 ტურის შემდეგ „ლივერპული“ პრემიერლიგას 57 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „არსენალი“ (55 ქულა).

0.114937