ფეხბურთი

11:20 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისმა „ნაპოლიში“ ჰამშიკის მწვრთნელის ასისტენტად დაბრუნებაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ კლუბში მწვრთნელის ასისტენტის როლში მარეკ ჰამშიკის დაბრუნებაზე ისაუბრა.

„ჰამშიკი შეიძლება დაბრუნდეს? გუშინ მან მითხრა, რომ ძალიან დაინტერესებულია ჩვენ კლუბში მუშაობით“, - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Sky Sport-ი.

ჰამშიკმა საფეხბურთო კარიერის უმეტესი ნაწილი „ნაპოლიში“ გაატარა, ყველა ტურნირზე 520 მატჩი ჩაატარა, 121 ბურთი გაიტანა და 103 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნეაპოლიტანელთა შემადგენლობაში სლოვაკმა ორჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერთასი.

ამჟამად 36 წლის სპეციალისტი სლოვაკეთის ნაკრების თავკაც ფრანჩესკო კალცონასთან ერთად მუშაობს, რომელიც გუშინ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გარდა ამისა, ჰამშიკი არის „ჰამშიკის აკადემიის“ მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109937