ფეხბურთი

10:07 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

BarcaTimes: „ბარსელონა“ კვარაცხელიას 100 მილიონ ევროდ შეძენას აპირებს

კატალონიური „ბარსელონა“ „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას აპირებს.

BarcaTimes-ის ცნობით, კლუბი ხელშეკრულების განხორციელებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავს. ხელმძღვანელობა ფეხბურთელის 90-100 მილიონ ევროდ შეძენას ვარაუდობს.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ექვსი ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაშასრულა.

ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება, ინტერნეტპორტალ Transfermarkt-ის ცნობით, 80 მილიონი ევროა, კვარაცხელიას ამჟამინდელი კონტრაქტი ნეაპოლელებთან 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი.

ამ დროისთვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ჩატარებული 25 მატჩის შემდეგ, „ბარსელონა“ 54 ქულით მესამე ადგილზეა.

0.114884