ფეხბურთი

10:46 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" შესაძლოა ანტონიო კონტემ ჩაიბაროს

მიუნხენის „ბაიერნი“ შესაძლოა ანტონიო კონტემ ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა.

„ბაიერნი“ კრიზისშია და ტომას ტუხელს გათავისუფლება ემუქრება, გერმანული კლუბის ინტერესის სფეროში კი იტალიელი სპეციალისტიც მოხვდა, რომელიც ამჟამად უმუშევარია. გამოცდილი სპეციალისტი გერმანულ გრანდში მუშაობით დაინტერესებულია.

კონტეს „ბაიერნის“ გარდა, იტალიურ კლუბებს, „მილანს“. „რომას“, „ნაპოლის“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ. „ბაიერნს“ ანტონიოს გარდა სხვა კანდიდატურებიც ჰყავს - ჟოზე მოურინიო, ზინედინ ზიდანი, ჩაბი ალონსო, ჰანსი ფლიკი და სებასტიან ჰიონესი.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში „ლევერკუზენს“ 8 ქულით ჩამორჩება, გერმანიის თასს გამოეთიშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლაციოსთან“ პირველი მატჩი 0:1 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1086