ფეხბურთი

1:52 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "დრო გამოაჩენს სწორი არჩევანი გავაკეთე თუ არა"

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვალტერ მაძარის გათავისუფლებასა და ფრანჩესკო კალცონას დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მხოლოდ დრო გამოაჩენს გააკეთა თუ არა, სწორი არჩევანი.

„მაძარი ჩვენი ოჯახის მეგობარია და ყოველთვის მტკივნეულია სამსახურიდან მეგობრის გათავისუფლება. მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ რთულ მომენტში მოვიდა გუნდის დასახმარებლად. თუმცა, ყოველთვის საჭიროა, რომ „ნაპოლის“ და მის ფანებს რაღაც მეტი მივცეთ.

ახლა უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება ფრანჩესკო კალცონას, რომელიც ჩვენთან სარის და სპალეტის დროს უკვე მუშაობდა და გუნდის 80%-ს იცნობს. მხოლოდ დრო გვეტყვის იყო თუ არა ეს სწორი არჩევანი. ვეცდებით, დავეხმაროთ მას, ხვალ დილით ნეაპოლში იქნება, ვისაუბრებთ და შემდეგ ბაზაზე წავალთ, რათა გაიცნოს ის ფეხბურთელები, რომლებიც მისი წასვლის შემდეგ დავიმატეთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლის“ სამწვრთნელო შტაბში 2015-2018 და 2021-2022 წლებში მუშაობდა.

0.117468