საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიაში მიემგზავრება. 20 თებერვალს, დილის 05;00 საათზე ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები 12 კალათბურთელით დანიაში გაფრინდება, სადაც 2 მოთამაშე – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე შეუერთდება. რაც შეეხება იმ 12 კალათბურთელს, რომელიც დანიასთან, 23 თებერვლის მატჩის განაცხადში იქნება, მთავარი მწვრთნელი 22 თებერვალს დაასახელებს.
საქართველოს ნაკრები დანიაში სოლიდური დანაკლისით მიემგზავრება. მოგეხსენებათ, ალექსანდრე მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებიან, ისევე როგორც ნბა-ს ყველა ევროპელი მოთამაშე თავის ნაკრებს. თუმცა ჩვენს ნაკრებს კიდევ 2 მოთამაშე ტრავმის გამო აკლია – თბილისურ შეკრებაზე იყვნენ, მაგრამ სათამაშო კონდიციაში არყოფნის გამო ნაკრებს დანიაში ვერ გაჰყვნენ დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი.
ეროვნულ ნაკრებში დაგეგმილზე ადგე ჩამოვიდა და 2 ვარჯიში ჩაატარა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომლის გუნდიც იტალიის თასის გათამაშების პირველ წრეში მოულოდნელად დამარცხდა და კაპიტანიც დაუყოვნებლივ ეროვნულ გუნდში გამოემგზავრა. გუშინვე ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში იყო ჩვენი ნაკრების ახალწვეული ამერიკელი, ჯოზეფ (ჯო) ტომასონი, რომელიც ევროლიგის კლუბ ‘მაკაბიში’ გადავიდა, თუმცა ამას მისთვის საქართველოში ჩამოსვლაში ხელი დიდად არ შეუშლია. ტომასონმა მაკაბიში სადებიუტო მატჩი 14 თებერვალს ითამაშა და ორ დღეში საქართველოში გამოემგზავრა. მან ჩვენს ეროვნულ გუნდში 18 და 19 თებერვალს სრულფასოვანი ვარჯიშები ჩაატარა.
ალეკსანდარ ჯიკიჩს სამწვრთნელო შტაბში ჰყავს ანატოლი ბოისა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი ჩვენს ნაკრებს დანიაში, მონაკოდან შეუერთდება, სადაც, მოგეხსენებათ, ევროლიგის ამავე სახელწოდების კლუბში მთავარი მწვრთნელის, საშა ობრადოვიჩის ასისტენტია. საქართველოს ნაკრები დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩაფრინდება, საიდანაც ავტობუსით 40 კილომეტრში მდებარე პროვინციულ ქალაქ ნესტვედში ჩავა. მატჩიც ნესტვედში, 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თაობა რომელიც შენგელიას და შერმადინს სათანადოთ შეცვლის
გვჭირდება ნორმალური მწვრთნელი და ახალი თაობა
ეს იმას ნიშნავს რომ სერიოზული ჩავარდნა გვაქვს
ესეთ დონის ნაკრებთან არ უნდა ვაგებდეთ
ძაან იმედ გაცრუებული ვარ
მოკლედ ელბიჯეი ამ სეზონის შემდეგ კიდევ თუ დარჩება ნბა-ში,დროა უკვე რომ სერიოზულად დაიკლოს ხელფასი.გააფორმოს 2 წლიანი და სეზონში 20-25 მილიონიანი კონტრაქტი,ამ შემთხვევაში შესაძლებლობას მიცემს ლეიკერსს რომ მესამე სუპერსტარი დაიმატოს ვინმე.სხვა გუნდში თუ გადავა და იმ გუნდსაც მეტი სტარის ყოლის საშუალება ექნება ამის დაბალი ხელფასით
ლებრონს დღეს სეზონში 70 თამაშის ჩატარებაც არ შეუძლია,სულ რომ არ მიიღოს ტრავმა მაინც.ხოლო როცა ტრავმებსაც იღებს 60 თამაშის ჩატარებაც კი სათუო ხდება.ამიტომ კარიერის დამთავრებაზე რომ იფიქროს არ იქნება გასაკვირი.კი ქონდა რკინის ფიზიკა მაგრამ ოდესმე რკინაც ჟანგდება)))ლეიკერსმა ნაღდად აღარ უნდა დაიტოვოს ამ ზაფხულზე,მითუმეტეს 50 მილიონზე.იაფად თუ დარჩება კიდევ ხო მაგრამ 50 მილიონი სუფთა მარკეტინგული გათვლა იქნება უკვე და არა სპორტული.
გოლდენი-ლეიკერსიც იყო მაგრამ ლებრონს არ უთამაშია და დაკარგა ხიბლიც თამაშმა.მარტივად მოიგო გოლდენმა.ტრავმები უხურებს ლებრონს უკვე და კიდევ 4 წელი კი არა,წელსვე არ დაამთავროს კარიერა)))
განახლდა ნბა და ერთი სტატია მაინც დადევით)))დალასი-ფინიქსი იყო მაგარი თამაში,ლუკამ კვლავ დაგლიჯა და კაირიც კარგად აყვა.დიდი ბოდიში ყველასთან მაგრამ დღეს დონჩიჩი ლიგის საუკეთესო მოთამაშეა.ახლა აქვს დალასს 4 თამაშიანი გასვლითი სერია:ინდიანა კლივლენდი ტორონტო და ბოსტონი,რთული კალენდარია და იმედია ლუკა იზამს რამეს)))
ანატოლი ბოისა არსად დაკარგოთ. . . კარიერა ისე დაასრულა რომ ნაკრებში წირპლიანი ორქულიანი ფარის ჩარჩოს ვერ გაარტყა,არათუ ჩააგდო და. . .
ცდები. ორჯერ აქვს ჩარჩოსთვის მორტყმული და ერთხელ ჩაგდებული... ოღონდ სირენის შემდეგ ))