სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ 21 წლის ნახევარმცველ ემირჰან დელიბაშს კონტრაქტი გაუწყვიტა.
ამ ამბავში ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილების მიზეზია: დელიბაშიჩი გაცნობის ერთ-ერთ საიტზე დარეგისტრირდა, რის გამოც თურქულმა კლუბმა მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა.
ემირჰანი კარგა ხანს ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ექაუნთი მას არ ეკუთვნოდა და მისი ფოტოები და მონაცემები გამოიყენეს, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცა, შედეგად უგუნდოდ დარჩა.
ემირჰან დელიბაში „ბეშიქთაშში“ 2021 წლიდან ირიცხებოდა, გასული სეზონი იჯარით „გიოზთეფეში“ გაატარა, ხოლო თურქეთის 19-წლამდე ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.