„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. ანდრეს კარასკოს გუნდმა ბოლო ამხანაგურ მატჩში „ბელცი“ 4:0 დაამარცხა.
გოლები საიმონმა, გოცირიძემ, რომანოვსკიმ და სანტისმა გაიტანეს. „დინამომ“ თურქეთში 5 სპარინგი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო, ერთხელ ფრეს დასჯერდა და ორჯერაც დამარცხდა.
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში „დინამო თბილისი“ 2 მარტს, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.