ფეხბურთი

16:20 | 19.02.2024 | ნანახია 578 - ჯერ

2024 წელი მოგების გარეშე: "მარსელიდან" გატუზო დაითხოვეს

მარსელის „ოლიმპიკიდან“ ჯენარო გატუზო დაითხოვეს. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ იტალიელს გათავისუფლების შესახებ აცნობეს.

„ბრესტთან“ წაგების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება. „მარსელს“ ლიგა 1-ში დეკემბრის შემდეგ თამაში არ მოუგია და ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.

ჯენარო გატუზომ „მარსელი“ სექტემბერში მარსელი ტორალისგან ჩაიბარა, მაგრამ საფრანგეთში მისი მოღვაწეობა წარუმატებელი გამოდგა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:19 | 19.02.2024
sul2 (1775)

მარსელს მიზნები სულ მაღალი აქვთ და ფულის ხარჯვაში მოიკოჭლებენ. დასწრება და ფანკლუბი ევროპაში ერთერთი უდიდესი აქვთ, პრობლემა შესაბამისად მენეჯმენტშია.

18:14 | 19.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

არ არის ამ კაცის საქმე მწვრთნელობა და ხომ უნდა მიხვდეს

16:42 | 19.02.2024
Gerry Marsden (856)

რომ დანიშნეს ის უფრო გამიკვირდა!

0.117104