ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ზურაბ მსხალაძემ (96 კგ.) იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში თავი 151 კილოგრამს გაართვა და მე-12 საფეხური ერგო.
მსხალაძემ აკვრაში 185 / 192 კილოგრამის ძლევით მე-5 ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით კი მე-9 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მსხალაძისთვის დიდების ჩემპიონატი სადებიუტოა.