ფეხბურთი

23:10 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" მესამე წაგება ერთ კვირაში: "ლევერკუზენის" უპირატესობა უკვე სოლიდურია (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში „ბაიერნი“ „ბოხუმს“ ესტუმრა და ზედიზედ მესამედ წააგო. ტომას ტუხელს გათავისუფლება ემუქრება, ამაზე უკვე სანდო წყაროები წერენ და მიუნხენელთა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

„ბაიერნმა“ ჯერ „ლევერკუზენთან“ წააგო, მერე „ლაციოსთან“ და ახლა „ბოხუმთანაც“ ხელმოცარული დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად დაწინაურდა ჯამალ მუსიალას გოლით. მერე სამი გოლი გაუშვა და ჰარი კეინის გოლი მხოლოდ პრესტიჟისა იყო.

ზედიზედ მეორედ გააძევეს დაიო უპამეკანო, თანაც, ისევ პენალტი აიკიდა და „ბაიერნის“ ფრანგი მცველი კოშმარულ ფორმაშია, როგორც მთელი გუნდი.

ამრიგად, „ბაიერნი“ „ლევერკუზენს“ 8 ქულით ჩამორჩა და წესით, ძალიან გაუჭირდება ჩემპიონობის შენარჩუნება. არადა, გერმანიას „ბაიერნის“ გარდა სხვა ჩემპიონი ბოლოს 2012 წელს ჰყავდა...

„ბოხუმი“ – „ბაიერნი“ 3:2 (2:1)

გოლები: 0:1 მუსიალა (14), 1:1 ასანო (38), 2:1 შლოტერბეკი (44), 3:1 შტოგერი (78, პენ), 3:2 კეინი (87)

თეგებიბაიერნი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112379