ჭიდაობა

22:19 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის ბოლო ფინალში გენო პეტრიაშვილმა იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა.

125 კგ წონით კატეგორიაში პეტრიაშვილმა საწყის წრეში ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი 9:0 დაამარცხა, შემდეგ ბულგარელ ალენ ხუბულოვს აჯობა 10:4, ხოლო ნახევარფინალში დენის ხრამიანკუ 10:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა, სადაც თურქ ტაჰა აკგულს შეხვდა, მაგრამ მარცხი განიცადა და ვერცხლს დასჯერდა.

პეტრიაშვილი ბრძოლის მიწურულს გააქტიურდა, როდესაც 0:5 მარცხდებოდა და 4 ქულა აიღო, მაგრამ მეტისთვის დრო არ ეყო და 4:5 დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რის შედეგადაც არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. მანამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.114151