ბაქოს გრანდ სლემი ილია სულამანიძის გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანის დედაქალაქში შესანიშნავად იასპარეზა და 5 მეტოქე დაამარცხა.
სულამანიძემ ფინალამდე თურქმენი ბაიმარატ მაიანოვი, რუმინელი ეშლი გონსალესი, ყაზახი ისლამ ბოჟბაიევი და რუსი ნიაზ ბილალოვი დაამარცხა, ხოლო ფინალში პოლონელ პიოტრ კუჩერასაც აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდა, ბაქოს გრანდ სლემი ორი მედლით დაასრულა - ილია სულამანიძემ ოქრო, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაო მოიპოვა.