ფეხბურთი

13:00 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ორჯერ ახლოს ვიყავი "რომაში" გადასვლასთან"

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ „რომაში“ გადასვლის შანსი ორჯერ ჰქონდა, მაგრამ ორჯერვე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ტრანსფერი არ შედგა.

როგორც ჯიჯიმ გაიხსენა, „ჯალოროსიში“ ტრანსფერთან ახლოს 2001 და 2011 წლის ზაფხულებში იყო.

„2001 წლის ზაფხულში „იუვენტუსში“ გადავედი, რომლის შეთავაზება სხვა გუნდებთან შედარებით გვიან გამოჩნდა. რამდენიმე თვით ადრე ჩემი აგენტი მოლაპარაკებებზე ბარსელონაში იყო, მაისის დასაწყისში კი, ჩემს სახლში, პარმაში სტუმრად მოვიდა ფრანკო ბალდინი, რომელიც იმ დროს „რომას“ სპორტული დირექტორი იყო, რომელთანაც ვილაპარაკე „ჯალოროსის“ სამომავლო გეგმებზე, მიზიდავდა ჩემს მეგობარ ტოტისთან ერთად თამაშის იდეა, ახალგაზრდა ვიყავი და მხიბლავდა „რომას“ შესანიშნავი ფანების წინაშე თამაშის პერსპექტივა. ასე რომ, შეიძლებოდა მაშინ „რომაში“ გადავსულიყავი.

მეორედ ეს შანსი ცოტა ხნის წინ მქონდა, 2011 წელს, როდესაც „იუვენტუსში“ ანტონიო კონტე მოვიდა და ჩემს წასვლას ვეტო დაადო. მისი გუნდში მოსვლის გარეშე და პირველ რიგში ამ ვეტოს გარეშე, „რომაში“ ჩემი ტრანსფერი კონკრეტული შესაძლებლობა ხდებოდა. საბოლოოდ, რაც მოხდა, ვფიქრობ, ჩემთვის კარგი და სწორი იყო“, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის განმავლობაში მხოლოდ „პარმაში“ (1995-2001, 2021-2023), „იუვენტუსსა“ (2001-2018, 2019-2021) და „პარი სენ-ჟერმენში“ (2018-2019) თამაშობდა.

0.124031