კალათბურთი

10:48 | 18.02.2024 | ნანახია NaN - ჯერ

შერმადინის 9 ქულა "ბარსელონასთან", "ტენერიფე" ესპანეთის თასს გამოეთიშა

ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ლენოვო ტენერიფე“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 76:108 წააგო.

კანარიელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე პერიოდი 8:40 (!) წააგეს და ცხადი გახდა, რომ თამაშსაც წააგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში პარკეტზე თანაბარი ბრძოლა იყო.

გიორგი შერმადინმა არასრულ 27 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ ამ წაგებით ესპანეთის თასს გამოეთიშა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:41 | 28.02.2019
Digmeli (188)

სიმპატიური გუნდია და სულშერის ხელში ლამაზად თამაშობენ ზაფხულში მცველებსაც იყიდიანდა ჩემპიონობის შანსი ექნებათ.

15:39 | 28.02.2019
salazar (1835)

ბრავო!

განახევრებული შემადგენლობითაც თუ მოიგებდნენ ნაღდად არ მეგონა.
კარგი იქნება მეოთხეზე თუ გავლენ.
იქით ევროპა ლიგაზე დახოცონ ერთმანეთი ლონდონელებმა, ლიგის საგზურისთვის : )

0.068016