ჭიდაობა

23:04 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

97 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი მამედხან მაგომედოვი დაამარცხა და ტიტულის შენარჩუნება მოახერხა. ეს საქართველოს პირველი ოქროა მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე.

70 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა აკაკი ქემერტელიძე, რომელმაც გუშინ დიდებულად იასპარეზა და ფინალში გავიდა, სადაც დღეს სომეხ არმან ანდრეასიანთან მარცხი განიცადა და უმაღლესი სინჯის მედალს ვერ შესწვდა.

61 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რიბერტ დინგაშვილმა, რომელმაც გუშინ ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა, დღეს კი, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ილმან მუხტაროვი 11:0 დაამარცხა.

79 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს დაეუფლა ავთანდილ კენჭაძე, რომელმაც გუშინ ნახევარფინალში განიცადა მარცხი, მაგრამ დღეს ბერძენ გეორგიოს კუგიომციდისს აჯობა და მესამე ადგილი ერგო.

65 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა გოდერძი ძებისაშვილს, მაგრამ მან გადამწყვეტი შეხვედრა გერმანელ ანდრე კლარკთან დათმო (3:5) და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია, ხოლო კვირას გენო პეტრიაშვილი ფინალში იჭიდავებს, კიდე სამ ქართველ მოჭიდავეს კი ბრინჯაოს შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124761