ფეხბურთი

21:35 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„უოტფორდმა“ სტუმრად „როტერჰემი“ დაამარცხა. ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა

ინგლისური ჩემპიონშიფის 33-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „როტერჰემს“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი 58-ე წუთზე კოლუმბიელმა იასერ ასპრილიამ გაიტანა.

გიორგი მინდორზე 55-ე წუთზე გამოჩნდა კანადელი ისმაელ კონეს მაგიერ.

ახლა „უოტფორდი“ 44 ქულით სატურნორო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

0.120716