ჭიდაობა

21:15 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა, ხოლო კიდევ სამ ქართველს 18 თებერვალს, ბრინჯაოს მედლის შანსი ექნება.

125 კგ წონით კატეგორიაში პეტრიაშვილმა საწყის წრეში ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი 9:0 დაამარცხა, შემდეგ ბულგარელ ალენ ხუბულოვს აჯობა 10:4, ხოლო ნახევარფინალში დენის ხრამიანკუ 10:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა, სადაც 18 თებერვალს, თურქ ტაჰა აკგულს შეხვდება.

92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ ლატვიელი ივარს სამუსონოკი დაამარცხა (10:2), შემდეგ ბულგარელ ახმედ მაგამაევს აჯობა (7:4), ხოლო ნახევარფინალში თურქ ფაიზულა აკთურქთან წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

61 კგ წონით კატეგორიაში შოთა ფარტენაძემ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ლევან მეტრეველს 3:0 აჯობა, შემდეგ კი ალბანეთის სახელით მოასპარეზე ზელიმხან აბაკაროვთან 5:7 წააგო, თუმცა ის ფინალში გავიდა და ქართველიც რეპეშაჟში გაიყოლა.

74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გოგრიჭიანმა 8:4 სძლია გერმანელ სტას ვოლფს, მაგრამ მერე თურქ შონერ დემირტასთან 2:13 წააგო, რომელიც თავის მხრივ ფინალში გავიდა და გოგრიჭიანი რეპეშაჟში გააგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ პირველივე წრეში წააგო ბულგარეთის სახელით მოასპარეზე მაგომედ რამაზნოვთან (2:8), რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველიც რეპეშაჟს მიღმა დარჩა.

0.128864