დღეს, 17 თებერვალს პრემიერლიგის 25-ე ტურის შვიდი მატჩი იმართება. ექვსი უკვე დასრულდა, ერთიც - „მანჩესტერ სიტი“ – „ჩელსი“ მოგვიანებით ჩატარდება.
ლიდერმა „ლივერპულმა“ სტუმრად „ბრენტფორდი“ გაანადგურა 1:4 („მსოფლიო სპორტი“ უკვე წერდა ამ მატჩზე), მას არც ტიტულის კიდევ ერთი მაძიებელი, „არსენალი“ ჩამორჩა. „მეთოფეებმა“ ასევე სტუმრად„ბარნლი“ არ დაინდეს - 0:5. დუბლი მიივალა ბუკაიო საკამ, თითოც მარტინ ედეგორმა, ლეანდრო ტროსარმა და კაი ჰავერცმა გაიტანეს. ახლა „არსენალმა“ 55 ქულა მოაგროვა, დროებით გადაუსწრო „მანჩესტერ სიტის“ და მეორე ადგილზე დადგა. ლიდერი კი 57-ქულიანი „ლივერპულია.“
„ნიუკასლმა“ „ბორნმუთს“ ვერ აჯობა (2:2), „ტოტენჰემმა“ კი შინ წააგო „ვულვერჰემპტონთან“ (1:2).
ინგლისი. პრემიერლიგა. 25-ე ტური. 17 თებერვალი: ბრენტფორდი - ლივერპული 1:4, ბარნლი - არსენალი 0:5, ნოტინგემ ფორესტი - ვესტ ჰემი 2:0, ნიუკასლი - ბორნმუთი 2:2, ტოტენჰემი - ვულვერჰემპტონი 1:2, ფულემი - ასტონ ვილა 1:2, მანჩესტერ სიტი - ჩელსი მოგვიანებით გაიმართება